აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმისა და რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის სასაზღვრო ძალების წარმომადგენლებმა გალის რაიონის სოფელ საბერიოში 1968 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე კაპანაძე დააკავეს. მას საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ადანაშაულებს.
კაპანაძე 2019 წლის 23 ივლისს დააკავეს, თუმცა ფაქტი გუშინ საღამოს გახდა ცნობილი. ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს.
„უკანონო დაკავების ფაქტს ვადასტურებთ. მოქალაქე დაკავებულია ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით. ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. მის გასათავისუფლებლად მიმდინარეობს მუშაობა”, – განაცხადეს სუს-ში.
საოკუპაციო რეჟიმის გალის სასამართლომ ალექსანდრე კაპანაძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა.