ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 43 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა-აღნიშუნულ ინფორმაციაც ე.წ. ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, მთლიანობაში ტესტირება 187 ადამიანს ჩაუტარდა.
ამ დროისთვის გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით 73 ადამიანი მკურნალობს. მათგან რვა პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 825 შემთხვევაა დაფიქსირებული. გამოჯანმრთელდა 236, გარდაიცვალა შვიდი ინფიცირებული.