ოკუპირებული გალის რაიონის დეფაქტო ადმინისტრაციამ ე.წ. ბინადრობის მოწმობის გასაცემად საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალი შეცვალა.
დეფაქტო საპასპორტო სავიზო სამსახურის უფროსის თემურ მინაის განმარტებით, საცხოვრებელი ადგილისა და ოჯახის წევრების შესახებ ორი ცნობის ნაცვლად მხოლოდ ერთი ახალი ტიპის ე.წ. დოკუმენტი იქნება საკმარისი და ოთხი ფოტოსურათის ნაცვლად – ორი.
ოკუპირებული გალის რაიონის დეფაქტო ადმინისტრაციის განცხადებით, ახალი ე.წ. ინსტრუქცია უკვე ამოქმედდა.