https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპი – ირანისკენ ბევრი გემი მიცურავს, კარგი იქნება, თუ მათი გამოყენება არ დაგვჭირდება

    რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქი დაბომბა – დაიღუპა სამი ადამიანი

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მატარებლის ვაგონში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას არანაირი გამართლება არ აქვს

    ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

თეატრის კაცის სახელითა და სახალხო სიყვარულით მოსილი ხელოვანი

9:03; 13.03.2017
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail
ოზურგეთის ალ. წუწუნავას სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობს, ომარ ურუშაძეს, რომელსაც საზოგადოება, “ომისხანად” იცნობს,  ახლახან 73 წელი შეუსრულდა და მიუხედავად არამრგვალი თარიღისა, მრავალი მეგობარი შეიკრიბა მის ირგვლივ. სახალხო, ღია და გულწრფელი მილოცვები კი დღემდე გრძელდება.ნახევარ საუკუნეზე მეტია,  ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის მსახიობია და მის მიერ შესრულებული უამრავი მთავარი თუ ეპიზოდური როლი ყველა თაობის მაყურებელს ერთნაირად უყვარს, რადგან ყველამ ერთად, როგორც თავად გვიამბობს,  მოუტანა სახალხო აღიარება და სიყვარული.
ბუნებისგან გამორჩეული ტალანტით,  სხარტი იუმორის ნიჭითა და უნარით დაჯილდოებული  მსახიობი, საუბრის დაწყებისთანავე საკუთარი სახელის დარქმევის ისტორიას გვიამბობს: “თურმე, 1944 წლის 9 მარტს,  9 გოგონა და ერთი ბიჭი დაბადებულა ოზურგეთის სამშობიარო სახლში. მაშინდელ ექიმ ქეთო მგელაძეს უთქვამს, სამამულო ომი მძვინვარებს და ამ გაგანია  ბრძოლის დროს დაბადებულ ვაჟს “ომისხანი” დავარქვათო! მართალია, ახლა ომარს მეძახიან, მაგრამ ეს უფრო ოფიციალურად, საბუთებში ხდება, ისე კი ომისხანა ვარ, თუმცა ძაან მშვიდობიანი კაცი!  იუმორზე, ცეკვა-სიმღერაზე შეყვარებული, ხელოვნება ჩემი სიცოცხლის  არსი  და საყრდენია, რომლის გარეშეც არც ომი ვიქნები და არც ხანი”,.
რაში მდგომარეობს ომარ ურუშაძის პოპულარობის ხიბლი და გამორჩეული პოზიცია, რომელიც მას  ხუთი ათეული წელია უცვლელად უჭირავს ქართულ თეატრალურ სივრცეში, რასაც დიდი სახალხო სიყვარული და პოპულარობა ახლავს?  _ ყველამ კარგად იცის, რომ მას სპეციალური უმაღლესი თეატრალური განათლება არ მიუღია. უსაზღვროდ ნიჭიერი კაცი, ბავშვობიდან მამის ხელმძღვანელობით ეზიარა ხელოვნებას _ ოჯახი, სადაც ხუთი ძმა განსაკუთრებული მისიკალური ნიჭით გამორჩეული დაიბადა, მამა, შალვა ურუშაძე ყველანაირად ცდილობდა,  შვილებში  ეს ნიჭი განვითარებულიყო და ასევე შრომის სიყვარულით ესაზრდოებინა ისინი. მამის მაგალითით გაზრდილი ბიჭები, როგორც გურულები იტყვიან, “გზას ეწივნენ”,  გურული სიმღერების საუკეთესო და ამავე დროს რთულ ვარიანტებს, როგორც წესი და ვალდებულება, ყოველდღიურად ამუშავებდნენ, თვითგანათლებისა და საკუთარ თავზე მუშაობით პროფესიონალიზმის მაღალ ხარისხს მიაღწიეს და სახალხო სიყვარული ახალგაზრდობიდანვე მოიპოვეს.  ხელოვნების სიყვარულით გამორჩეული ომარი კი ოზურგეთის თეატრში სამხედრო სამსახურიდან ჩამოსვლის შემდეგ მიიღეს და მას შემდეგ იქედან ფეხი არ მოუცვლია. 
_ აქ გავიზარედე, რა არ მასწავლეს, ცნობილი ხელოვანი რეზო სარიშვილი იყო ჩემი  გზამკვლევი თეატრალურ სამყაროში. ჯარში ყოფნის დროსაც  გარკვეულ წარმატებას მივაღწიე. მაშინ რუსულ არმიაში ვმსახურობდი. ბავშვობიდან ხელოვნების სიყვარულს ნაზიარები, იქაც გამოვიჩინე თავი. რა გამაჩერებდა, რომ არ მემღერა და  მეცეკვა? გიტარა, დოლი თუ ფანდური არ დამეკრა? ჩემ ირგვლივ სულ დიდი სიყვარული სუფევდა და მახარებდა მხოლოდ ის, რომ ადამიანებს ჩემი მოქმედებით ღიმილსა და სიყვარულს ვანიჭებდი.  ეს  კი რაღაცნაირ განწყობას ბადებდა ჩემში, არ ვიღლებოდი, არ ვდუნდებოდი. ადამიანებისთვის სიხარულის მინიჭებით ვტკბებოდი, _ აი , ასეთი განცდა მქონდა და დღესაც ეს მასულდგმულებს, _ ამბობს გურულების საყვარელი მსახიობი.
1966 წელს განსაკუთრებული თეატრალური და მუსიკალური მონაცემების მქონე ახალგაზრდა ომარ ურუშაძე, მეზობელის, ჟორა ლომთათიძის რჩევით, თეატრში მივიდა, სადაც დირექტორმა, ბეჟან ნაკაიძემ გამორჩეული მონაცემების მქონე ახალგაზრდა თეატრის დასში ჩარიცხა. ბატონი ომარი იხსენებს, რომ იმ დროისთვის უკვე მამა არ ჰყავდა, დუხჭირი დრო იყო და დირექტორის წინადადება, სწავლა გაეგრძელებინა თეატრალურ ინსტიტუტში, აუხდენელი დარჩა. თუმცა, თეატრში მოღვაწე დიდი მსახიობების გვერდით ყოფნამ მას გაცილებით მეტი მისცა. მით უფრო, თავად უსაზღვროდ მოწადინებული და დაინტერესებული იყო წინსვლისთვის. ვალოდია დოლიძემ, მიშა წიგნაძემ, შოთა დარჩიამ, ანა ანდღულაძემ და სხვებმა მაზიარეს დიდ ხელოვნებას, მათ გვერდით ვიღებდი ვმონაწილეობდი უამრავ სპექტაკლში  და სწორედ, მათი უდიდესი  წვლილია ჩემს მსახიობად და პიროვნებად ჩამოყალიბებაში, _ ამბობს მსახიობი. 
როლები როლებს მისდევდა და წლები წლებს ისე, რომ მსახიობს შემოქმედებითი პაუზა არასდროს ჰქონია.  კოხტაია  _ ა. ცაგარელის კომედიაში “რაც გინახავს, ვეღარ ნახავ”; ყარამანი _ ა. გეწაძის პიესაში “ყარამან ყანთელაძე”.   ლუარსაბ თათქარიძე ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანიდან”, მსახიობის შემოქმედებითი მოღვაწეობის მწვერვალად არის მიჩნეული და თვითონაც ამბობს, რომ არაერთი მთავარი და ეპიზოდური როლი უთამაშია, თუმცა, ლუარსაბ თათქარიძის როლი ისე უყვარს, როგორც არცერთი! ნოდარ დუმბაძის “მე ვხედავ მზეს!”, რომელიც ვასო ჩიგოგიძის რეჟისურით დაიდგა, ომარ ურუშაძის შესრულებული ბეჟანას ადამიანური კეთილშობილების  უსაზღვრო სახე, მთელი სისრულით დაიხსომა და შეიყვარა მაყურებელმა. რაც შეეხება ოზურგეთის თეატრის საეტაპო სპექტაკლად აღიარებულ  ნ. დუმბაძის ნაწარმოებს _  “გამარჯობათ, ხალხო!” (რეჟისორი ვასილ ჩიგოგიძე),  სავიზიტო ბარათად იქცა საქართველოშიც და უცხოეთშიც.
_ აქ ვითამაშე ექიმის, მგზავრის,  წამყვანის როლი, ეს იყო ტრიუმფი! მოვიარეთ გერმანია, უნგრეთი, ბამი…  და კიდევ რომელი ერთი ჩამოვთვალო. თუმცა, მუდამ ვამბობ და ვიტყვი ერთს_ მე ამ თეატრმა,  ამ ადამიანებმა, წინა და ახლანდელმა თაობებმა შემაყვარეს ხელოვნება, თავიანთი დამოკიდებულებით მაქციეს ადამიანად, რომელსაც უსაზღვრო სიყვარული შეუძლია და გააჩნია უდიდესი ოპტიმიზმი. რომ არა ესენი, რა ფასი აქვს ცარიელ სპექტალს ან სიმღერას? დღესაც იმიტომ მომიხარია თეატრში და შინაგან მუხტსაც იმიტომ ვგრძნობ, რომ აქ ასეთი კოლექტივი მელოდება. ომარ ურუშაძეს 1988 წლის 4 დეკემბერს, როცა ოზურგეთის თეატრის  დაარსების 120 წელი აღინიშნა, ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარებაში გაღებული მნიშვნელოვანი წვლილისთვის მიენიჭა საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება. 1994 წელს კი 50 წლის იუბილე, ისევე, როგორც ყოველთვის, მეგობრების კრებულით, სახალხო სიყვარულით აღუნიშნეს და მშობლიურ სოფელ ჭანიეთში, როგორც თვითონ ამბობს,  მიწის ნაკვეთი მისცეს, რამაც არანაკლებ გაახარა, ვიდრე მთელი თეატრალური მოღვაწეობის მანძილზე მიღწეულმა წარმატებებმა. გურულების საყვარელი მსახიობის ყველაზე დიდი ბედნიერება, 4 შვილი, 10 შვილიშვილი და ექვსი შვილთაშვილია და  წუთისოფლად ყოფნის რაობად სწორედ ეს  მიაჩნია _ ამბობს, რომ ღმერთმა მისი წარმატებული შემოქმედებითი კარიერა და სიცოცხლე ამ შეუფასებელი განძით დაასაჩუქრა და ამას ვერაფერი შეედრება! 
ოზურგეთის სახელმწიფო  თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ვასო ჩიგოგიძე წარმატებულ, სახალხო სიყვარულით მოსილ მსახიობზე საკუთარ თვალსაზრისს გამოთქვამს:
_”საქართველოს დამსახურებული არტისტი ომარ ურუშაძე, ჩვენი ომისხანა, უნიჭიერესი კაცია,  კოლორიტი.  მას ძალიან უყვარას იუმორი, ხუმრობა და ჩვენ ამაში სხვა აზრს ვდებთ.  ჩვენი ომისხანა არის  ბუნებისგან  შემოქმედებითი ნიჭით ძალზე უხვად დაჯილდოებული.  როგორი საამო მოსასმენია მისი ჩახვეული კრიმანჭული, ჰარმონიული და ფრთიანია მისი სიმღერა, სიტყვა, ხალასი იუმორი.  უმთავრესი მისი ნიშა კი არის თეატრი! ის არის თეატრის კაცი!  სრულიად პატარა ბიჭი რომ მოვიდა აქ , გაიზარდა, შეეზარდა მას და დღეს სასახელოდ, ღირსეულად ატარებს თეატრის ბერმუხას სახელს. ისევე, როგორც ამას აკეთებდა ბატონი რომან ლომინაძე და თეატრის  სახელოვანი წინა თაობა! ის არის უდიდესი იმედი და სტიმული, საოცარი შთამაგონებელი ძალა და იმპულსი გააჩნია! დიდხანს სიცოცხლე მინდა, ვუსურვო! არ მოშლოდეს მშობლიურ თეატრში სიარული და მოღვაწეობა მას და მასთან შეხვედრა ჩვენ!”
 
გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

განათლების სამინისტრო მოსწავლეების სასკოლო ფორმებს თავისი გემოვნებით შეარჩევს

11:36; 31 იანვარი, 2026
საზოგადოება

როოგორი ამინდი იქნება საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

11:16; 31 იანვარი, 2026
საზოგადოება

ხანძარი ქობულეთში _ არის მსხვერპლი

10:02; 31 იანვარი, 2026
საზოგადოება

ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა

18:43; 30 იანვარი, 2026
საზოგადოება

წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელზე უკანონო მიერთებების ფაქტები გამოვლინდა

17:17; 30 იანვარი, 2026

„ვინმეს დასჯამდე აჭარის მოვლენები მოითხოვს საფუძვლიან შესწავლას და ანალიზს“ - „ახალგაზრდა ადვოკატები“

საქართველოში სოჭიდან მესიჯის გამოგზავნისთვის მსჯავრდებული შეიწყალეს

ყველა სიახლე

საზოგადოება

განათლების სამინისტრო მოსწავლეების სასკოლო ფორმებს თავისი გემოვნებით შეარჩევს

11:36; 31.01.2026
პოლიტიკა

კახა კალაძე: მორჩა, ასე ვეღარ გაგრძელდება

11:33; 31.01.2026
საზოგადოება

როოგორი ამინდი იქნება საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

11:16; 31.01.2026
სამართალი

პოლიციამ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი მარნეულში დააკავა

11:09; 31.01.2026
ზაფრანი

რისი გეშინიათ ყველაზე მეტად

10:14; 31.01.2026
ზაფრანი

დღეგრძელი რომ იყოთ

10:13; 31.01.2026
ზაფრანი

ვის უყვარს ყველაზე მეტად ყურადღების ცენტრში ყოფნა

10:11; 31.01.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნების უარყოფითი თვისებები

10:10; 31.01.2026
საზოგადოება

ხანძარი ქობულეთში _ არის მსხვერპლი

10:02; 31.01.2026
სამართალი

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის გია ცინცაძის სასამართლო პროცესი დასრულდა

22:01; 30.01.2026
საზოგადოება

ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა

18:43; 30.01.2026
ფინანსები

Creator-ის გამარჯვებული ცნობილია – უყურეთ პროექტის ფინალურ ეპიზოდს საქართველოს ბანკის YouTube არხზე

18:39; 30.01.2026
მთავარი

საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

17:19; 30.01.2026
სამართალი

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

17:19; 30.01.2026
საზოგადოება

წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელზე უკანონო მიერთებების ფაქტები გამოვლინდა

17:17; 30.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო