დურმიშხან აბულაძე 1980 წლის 19 მარტს ხულოს რაიონის სოფელ ვაშლოვანში დაიბადა, თუმცა, მეწყერმა ადგილი დაატოვებინა ოჯახს.
დურმიშხანი ახლა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში ცხოვრობს. მას მეუღლე და სამი შვილი ჰყავს, მალე ბაბუაც გახდება.
ქვენობნის საშუალო სკოლაში 9 კლასის დამთავრების შემდეგ, მან სწავლა თბილისში, სამხედრო ლიცეუმში განაგრძო, კადეტთა კორპუსი დაამთავრა, რითაც თავისი ცხოვრება საბოლოოდ დაუკავშირა სამხედრო საქმეს.
(R)