თურქეთის საზღვრის გასწვრივ მდებარე დევნილთა ბანაკებში მყოფი სირიელი ბავშვები წერა-კითხვას კარვებში სწავლობენ.
„ბავშვები გაუნათლებლობას განიცდიან. არ წერენ და არ კითხულობენ. მათ არავინ ჰყავთ ვინც დაეხმარებათ,“_ამბობს აჰმედ ალ ჰილალი, კაცი, რომელიც 140-ზე მეტ ახალგაზრდას სამ კარავში ასწავლის სასაზღვრო ქალაქ აზიზის გარეუბანში.
გაეროს მონაცემებით, კარვებში უმეტესად ქალები და ბავშვები ცხოვრობენ, რომლებიც საჰაერო დარტყმების შემდეგ გაიქცნენ.
გაეროს ბავშვთა ფონდი იუწყება, რომ ომი დატოვებს თაობას, რომელსაც სკოლაში არასდროს უვლია.
ორგანიზაციის ინფორმაციით, განადგურებულია 7000 სკოლა და 2 მილიონი ბავშვი კლასს მიღმაა დარჩენილი.
სირიის ქალაქ ალ ბაბში მოხალისეებმა სკოლის ავტობუსი სასკოლო ოთახად გადააქციეს.
ავტობუსში 5 წლის ასაკის 50-მდე გოგო და ბიჭი მათემატიკას, არაბულ ენასა და რელიგიას სწავლობს.