გუშინ, 21 ნოემბერს, გვიან ღამით ონში ნაციონალური მოძრაობის შტაბის უფროსი ნოდარ ბურდილაძე დაჭრეს _ ინფორმაციას ამის შესახებ “ქუთაისი პოსტი” ავრცელებს.
გამოცემასთან საუბარში, დაჭრილის ნათესავები ამბობენ, რომ ნოდარ ბურდილაძეს იარაღით უცნობმა პირებმა, თავის სახლთან მიაყენეს.
მათივე ცნობით, დაზარალებულს ორი ჭრილობა, ერთი დანით, ხოლო ერთი ე.წ. შტირითა აქვთ მიყენებული.
“ნათესავები აცხადებენ, რომ ბურდილაძე თავისი მანქანით წავიდა საავადმყოფოში, თუმცა გზაში ავარია მოუვიდა და სამედიცინო დაწესებულებამდე სხვებმა მიიყვანეს.
ნოდარ ბურდილაძე დილით თერჯოლის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც დაზარალებულს ოპერაცია უტარდება.
ახლობლები ჯერჯერობით მომხდარის მიზეზს ვერ ასახელებენ”, _ წერს ქუთაისი პოსტი.
ფაქტზე პოლიციამ ერთი პიროვნება დააკავა.