ეს ოპოზიცია, საბოლოო ჯამში, დარჩება მხოლოდ ქუჩაში ლოზუნგების მაძახებლად მაშინ, როდესაც ჩვენ მნიშვნელოვან კანონპროექტებს მივიღებთ“, – ასე გამოეხმაურა 4 თებერვალს, ოპოზოციისა და სამოქალაქო აქტივისტების მიერ დაგეგმილ აქციას პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავჯდომარე ნინო წილოსანი.
წილოსანის თქმით, ისე როგორც ყველა ნორმალურ ქვეყანაში, დეპუტატები ხვალ პარლამენტში შესვლას თავისუფლად შეძლებენ.
„ნორმალურ, განვითარებულ ქვეყნებში და მათ შორის ჩვენს ქვეყანაში, რა თქმა უნდა, პარლამენტარები შეძლებენ პარლმანეტში შესვლას ნებისმიერი წინააღმდეგობის მიუხედავად, სახელმწიფო იდგება თავის ადგილას. ეს ოპოზიცია კი საბოლოო ჯამში, დარჩება მხოლოდ ქუჩაში ლოზუნგების მაძახებლად მაშინ, როდესაც ჩვენ მნიშვნელოვან კანონპროექტებს მივიღებთ“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
ცნობისთვის, ხვალ, 4 თებერვალს საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია ოფიციალურად იხსნება. როგორც ცნობილია, ხვალ პლენარული სხდომის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოს წინ სირცხვილის კორიდორი მოეწყობა.