ამ წუთებში ერთიანი “ნაციონალური მოძრაობის” ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ დავით მჟავანაძემ ბრიფინგი გამართა.
მჟავანაძემ ისაუბრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მმართველი პარტიის მიერ ზეწოლასა და კონტროლის შესახებ. კონკრეტულად კი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის სოფელ ნატანებში, ჯონი ჟლონტის სიდედრთან დაკავშირებით.
_ სოფელ ნატანების გამგებლის წარმომადგენლის ჯონი ღლონტის სიდედრი ეთერ ბაბილოძე მითითებებს აძლევს საუბნო კომისიის წევრებს და აკონტროლებს მათ.
დავით მაჟავანაძემ განაცხადა, რომ ამის ამსახველი ფოტოც აქვს.
_ ჩვენ არ დავუშვებთ, მსგავს ფაქტებს, _ განაცხადა მჟავანაძემ.
“გურია ნიუსი” დაუკავშირდა ჯონი ღლონტს რომელმაც თქვა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.
“ჩემი სიდედრი კია ეთერ ნაბილოძე, მაგრამ რა შუაშია ის საარჩევნო უბანთან, მას არანაირი საქმე არ აქვს კომისიის წევრებთან. გადავამოწმებ აღნიშნულ ინფორმაციას და დაგიკავშირდებით”, _ გვითხრა ღლონტმა.
“გურია ნიუსი” შეეცადა ღლონტთან გადაემოწმებინა მჟავანაძის მიერ ბრიფინგზე გაჟღერებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საარჩევნო უბნები არ არის განთავსებული სათანადო ადგილზე.
“სოფელ ნატანებში უბნები განთავსებულია საქონლის სადგომში. იქვე ჩაედინება ფეკალური მასები”, _ თქვა მჟავანაძემ.
მჟავანაძის ამ განცხადებას ტყუილს უწოდებს ჯონი ღლონტი.
“ეგ არის ტყუილი. ნატენებში 4 უბანი გაიხსნა და ყველა უბანში არის კარგი სამუშაო გარემო ჩემი თხოვნაა, ჩამობრძანდეთ და ადგილზე გადაამოწმოთ, _ გვითხრა ღლონტმა.
“გურია ნიუსი” რამდენიმე წუთში გადაამოწმებს ნატანების საარჩევნო უბნებზე არსებულ მდგომარეობას და მასალას, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის კომენტართან ერთად, უახლოეს დროში შემოგთავაზებთ.