პარლამენტში “ევროპული საქართველოს” წევრებმა პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ადგილი დაიკავეს, საიდანაც ცოტა ხნის წინ რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს მიმართა.
სწორედ გავრილოვის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის სკამიდან მიმართვის გაკეთებამ გამოიწვია “ევროპული საქართველოს” გაღიზიანება.