საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ,,ქართული ოცნების“ დეპუტატ შოთა შალელაშვილს თანაინვესტირების ფონდის მეშვეობით საერთაშორისო მაფიის მიერ მოპარული ფულის გათეთრებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ სააკაშვილმა ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“ -ის გადაცემა ,,განსხვავებულ აქცენტებში“ განაცხადა.
სააკაშვილის თქმით, აშშ-ის ტერიტორიაზე ჰაკერულ თავდასხმაში შოთა შალელაშვილის შვილი მონაწილეობდა, რომელიც ფულს რუსი ჰაკერების დახმარებით იპარავდა.
ბრალდებებზე საპასუხოდ ,,გურია ნიუსი“ შოთა შალელაშვილს დაუკავშირდა, როგორც ,,ქართული ოცნების“ დეპუტატმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, ამჟამად საქართველოში არ იმყოფება და საკითხთან დაკავშირებით სიღრმისეულ კომენტარს ორ დღეში გააკეთებს.
,,ეს არის სიცრუე, რომ ჩამოვალ თბილისში, მაშინ გავაკეთებ კომენტარს. ახლა არ ვარ საქართველოში, ორ დღეში ჩამოვალ და საკითხთან დაკავშირებით გავაკეთებ სიღრმისეულ კომენტარს“, _ გვითხრა შალელაშვილმა.