ჩიკაგოში ჩრდილოდასავლეთის უნივერსიტეტის მკვლევარები ამტკიცებენ, რომ ბილინგვიზმი ტვინის ტრენინგის ერთ-ერთი ფორმაა.
ორ ენაზე საუბარი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ტვინზე, იცვლება ნერვული სისტემის რეაქციებიც ბგერებზე – დასკვნამდე ლაბორატორიული ცდების შემდეგ მივიდნენ.
ექსპერტები ამბობენ, რომ ამის “ბიოლოგიური სამხილები” მეცნიერების ეროვნულ აკადემიაში მუშაობის შემდეგ მიიღეს.
მკვლევარები დააკვირდნენ 48 მოხალისე სტუდენტის პასუხებს სხვადასხვა დავალებაზე. მოხალისე სტუდენტებიდან 23 ორი ენის მცოდნე იყო.
მეცნიერებმა ტვინის ელექტრო-იმპულსები თავზე დამაგრებული ელექტროდებით ჩაიწერეს.
წყნარ, ლაბორატორიულ პირობებში ორივე ჯგუფის წევრები – ინგლისურად მოლაპარაკეები და ორი ენის მცოდნეები – ერთნაირად პასუხობდნენ დავალებას.
მაგრამ ხმაურიან პირობებში ორენოვანი მონაწილეები უკეთესად ამუშავებდნენ ხმებს და სწორად პასუხობდნენ. მათ შეძლეს გამოერჩიათ სპიკერის ხმა ხმაურისგან – დაბლოკეს ხელის შემშლელი ხმაური და გაიგეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
ეს განსხვავება ტვინის ელექტრო-იმპულსებში დაფიქსირდა.
კვლევის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ვიორიკა მარიანი ამბობს: „ადამიანები ხსნიან კროსვორდებს გონების სავარჯიშოდ, მაგრამ ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ გონება ავტომატურად ვარჯიშდება ორ ენაზე საუბრით“.
ავტორი