ლანჩხუთის #61 საარჩევნო ოლქის ორაგვის #13 საარჩევნო უბანზე მმართველი გუნდის მხარდაჭერილ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა ხუთი ხმით მოუგო. გრიგოლ ვაშაძემ არჩევნების მეორე ტურში აქ 18 ხმა აიღო, ხოლო სალომე ზურაბიშვილმა _13.
რაც შეეხება პირველი ტურის შედეგებს, სალომე ზურაბიშვილმა ორაგვეში მაშინაც ხმების იგივე რაოდენობა მიიღო, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ პირველ ტურში 10 ხმა მიიღო.