„ამიტომ ოთახში ვერ გამოიკეტება და ყურში ჩურჩულით ვერ გადაწყდება ისეთი საკითხები, რომლებიც ეხება თითოეულ მოქალაქეს. უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისგან, რა არის გუნდურობა და რა არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხი”, _ აღნიშნული განცხადება იურიდიული კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხთან დაკავშირებით გააკეთა.
“ამიტომ ოთახში ვერ გამოიკეტება და ყურში ჩურჩულით ვერ გადაწყდება ისეთი საკითხები, რომლებიც ეხება თითოეულ მოქალაქეს. უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისგან, რა არის გუნდურობა და რა არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხი. მოქალაქეს აინტერესებს, ვინ იქნება მისი და მისი მომავლის განმსჯელი მოსამართლე, იქნებიან ისინი მეთოფიშვილის მსგავსი მოსამართლეები, თუ მოსამართლეები, რომელთაც აქვთ მაღალი სანდოობა, შეუვალობა, პრინციპულობა, ავტორიტეტი და ისეთი წარსული, რომელიც არ არის დაკავშირებული სასტიკ ძალადობრივ რეჟიმთან და უსამართლობასთან.
განვასხვავოთ ერთმანეთისგან, რა არის საკითხები, რომელიც შეიძლება ერთმანეთს ვუთხრათ ხმადაბლა და რა არის საკითხები, რომელიც კარს მიღმა, ხალხთან ერთად უნდა წყდებოდეს. მთელი შვიდი წელიწადი, 2011 წლიდან თუ ავიღებთ, როგორღაც მოვახერხე, ჩემი საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მეჩვენებინა, რომ მე არ ვარ ადამიანი, ვინც საუბრობს გარეთ შიდა თემებზე, ვინც ჭორაობს, მაგრამ არც ის ადამიანი არ ვარ, რომელიც, როცა საკუთარ ხალხს ესაუბრება, ატყუებს. მე არ შემეძლო ტყუილის თქმა, მე ვთქვი ის, რის გამოც მივიღე გადაწყვეტილება. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ზოგიერთ ჩემს კოლეგას თუ თანაგუნდელს არ მოეწონა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.