https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რუსეთი უკრაინაში საელჩოზე განზრახ თავდასხმაში დაადანაშაულა

    რით მოკლეს ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი რუსეთში – რა განაცხადეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე

    ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკელების მიერ დათმობების თემა ხშირად უკრაინის კონტექსტში განიხილება და არა რუსეთის

    ნატო-ში აშშ-ის ელჩი – უკრაინაში რუსეთის ომის დასრულება ჩინეთს ერთი სატელეფონო ზარით შეუძლია

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ოთარის ცოლსა ქოშები გაუხდია და ბაშმაკები ჩაუცვამს” _ თბილისური ამბები

18:26; 13.11.2021
ისტორია
Share on FacebookShare on TwitterEmail

როგორც ყველა ევროპულ ქალაქს თბილისშიც იყვნენ განთქმული დალაქები. ერთი ასეთი იყო ადგილობრივი მცხოვრები ვინმე გრიქულა, რომელიც მერე თეატრში გადაიდა სამუშაოდ და ,,მეპარიკე” გახდა. ჩამოსულებიდან დიდი მოთხოვნით სარგებლობდა ფრანგი ბერლემონი. დალაქებთან თბილისელი ლამაზმანები ,,პრიჩოსკებს” იყენებდნენ და თმებსა და ფრჩხილებს ინით იღებავდნენ. დროთა განმავლობაში ცნობილი ბლოტის მაღაზიაში, რომელიც ერივანსკის (ახლანდელი თავისუფლების მოედანი) მოედანზე მდებარეობდა, ქალთა და მამაკაცთა ცალკე საპარიკმახერო ოთახები გაიხსნა.

1907 წლისათვის თბილისში აშენდა ახალი კინოთეატრები: ,,მუზა”, ,,აპოლო”, ,,კოლიზეი”, ,,ლირა”, ,,მინიონი”, ,,სინემა-დისკი” და ა.შ. მათ, ხშირ შემთხვევაში, ან ,,პროჟექტორებს”, ან ,,ელექტრო-თეატრებს”, უწოდებდნენ. შემდგომ წლებში კინოთეატრების რიცხვი გაიზარდა, მათი უმრავლესობა განლაგებული იყო მიხაილოვის (დღევანდელი აღმაშენებლის) გამზირზე. გოლოვინზე ერთადერთი კინოთეატრი ,,არფასტო” მდებარეობდა დღევანდელი კინოს და თეატრალური უნივერსიტეტის შენობაში და ის ცნობილ მიქაელ არამიანცს (ყველა როგორც საავადმყოფოს პატრონს რომ იცნობს) ეკუთვნოდა. კინოთეატრის დასახელება სავარაუდოდ წარმოებულია მისი შვილების სახელების პირველი ასოებიდან – არამ, ფლორა, ანა, სოგომონ, თამარა, ოვანეს –,,არფასტო”. კინოთეატრში მთელი სეანსის განმავლობაში 10-12 კაციანი ორკესტრი უკრავდა. მათ განკარგულებაში იყო უამრავი სხვადასხვა თხზულებისაგან შემდგარი მუსიკალური ბიბლიოთეკა, რომელიც სხვადასხვა გრძნობასა და განწყობილებას გამოხატავდა: ,,შეყვარებულთა პაემანი’’, ,,დევნა”, ,,დრამატული დაძაბულობა”, ,,ქარიშხალი” და სხვა. უკვე მაშინ მუსიკის საშუალებით ცდილობდნენ კინოკადრებთან ერთად განწყობილების შექმნას, მაყურებელზე უფრო მეტი ზემოქმედების მოხდენას და მხედველობით აღქმულის გაძლიერებას.

1873 წლის 6 დეკემბერს კავკასიის მეფისნაცვალი, დიდი მთავარი მიხეილ ნიკოლაევიჩი ალექსანდრეს ბაღში სეირნობდა. გზაში მას შეხვდა სამი ახალგაზრდა, რომლებმაც მეფისნაცვალს საკადრისი სალამი არ მისცეს, მხოლოდ ქუდებზე ხელი ოდნავ მოიკიდეს, ერთმა კი გაიღიმა კიდეც. მეფის ნაცვალი აღშფოთდა. საქმე ის არის, რომ ვინც მეფისნაცვალს შეხვდებოდა, უნდა გაჩერებულიყო, ქუდი მოეხადა და სალამი ისე მიეცა. დიდმა მთავარმა მოიხმო ყმაწვილები და გულმოსულმა ჰკითხა: _ მიცნობთ მე თუ არა, რატომ ქუდები არ მოიხადეთო. როცა გაიგო, რომ ისინი სემინარიელები იყვნენ, თავის ადიუტანტს დაავალა, ისინი რექტორთან მიეყვანა და ეს ამბავი გადაეცა. ეს სემინარიელები იყვნენ: დავით კეზელი, შემდეგში ცნობილი ჟურნალისტი, რომელიც სტატიებს `დავით სოსლანის~ და `ზოილის~ ფსევდონიმებით აქვეყნებდა, ალექსანდრე მაჭარაშვილი და სტეფანე ჭრელაშვილი, მომავალი პუბლიცისტი, `სანოს~ ფსევდონიმით ცნობილი. ამ ინციდენტს რომ დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ისიც მოწმობს, რომ საქმეში ჩარეული იყო ჟანდარმერია, პოლიცია, პროკურატურა, ხოლო გამოძიების შედეგები თვით ალექსანდრე II-ს წარუდგინეს. სემინარიელები სამ თვეს ჰყავდათ მეტეხის ციხეში გამომწყვდეული. მათ სხვადასხვა ვადით პატიმრობა მიუსაჯეს, დავით კეზელს კი ესეც არ აკმარეს და როგორც პოლიტიკურად არასაიმედოს, ციხიდან გამოსვლის შემდეგ საქართველოში ცხოვრების უფლება არ მისცეს და რუსეთში გადაასახლეს.

,,ალექსანდრეს ბაღის” (დღემდე ,,ალექსანდროვის ბაღს რომ უწოდებენ) ქვედა ნაწილში, სადაც ახლა გიორგი ლეონიძის ძეგლი დგას, ყაბახი იყო გამართული, სადაც იმართებოდა სპორტული სანახაობები – ჯირითი, შუბით, მშვილდ-ისრით, თოფით სროლაში შეჯიბრი. მოგვიანებით, ამ ადგილას გააშენეს ბაღი, მოაწყვეს შადრევანი და აუზი, ბარში უკრავდა ორკესტრი, იმართებოდა საცირკო სანააობები. ყაბახის ტრანსფორმაცია ევროპული ყაიდის ატრაქციონსა და სანახაობებში, ბევრ თბილისელში იწვევდა სინანულის გრძნობას. ჟურნალი ,,ცისკარი” (1858, #1) წერდა: ,,საღამოს ჟამს ჩაველ ყაბახზე, მუზიკა იკვროდა და იყო დიდი ხალხის დენა… დაიწყეს ჯერ გაჭიმულს თოკზე ხტომა ქალებმა და კაცებმა. მერმე ატყდა ცხენების ჭენება, ვუყურე, ვუყურე, თუ როგორ ტიტველა დედაკაცები უბელო ცხენებს გავაზე ახტებოდნენ.

აი, თქვენც შეგარცხვინათ მეთქი და ამის იქით თქვენთან მომსვლელიც. ამის შემდგომ დაიწყეს მალაყები და სხვა კიდევ რაღაც მიქარვები. წამოვდექ საჩქაროდ და გამოვვარდი გარეთ… მომაგონდა ძველი დროის შექცევები, უწინდელი ასპარეზობა, უწინდელი ჯირითობა ყაბახზე.”
XIX საუკუნის შუა წლებში საქართველოში უცხოეთიდან შემოტანილი ტანსაცმელი დიდი პოპულარობით სარგებლობდა. იხსნებოდა სხვადასხვა მაღაზიები ატელიები, სადაც კლიენტებს სთავაზობდნენ ევროპულ ტანსაცმელს. ეს გულისწყრომას იწვევდა ძველი ყაიდის ქალაქელებში. გრიგოლ ორბელიანი იგონებს: ,,ერთხელ ივანე მალხაზიჩის (ანდრონიკოვის) დედასთან, მარამთან, შევედი და ბატონიშვილი დიდად და დიდად გაჯავრებული დამხვდა.

– რაო, ბატონიშვილო, რამ გაგაჯავრა ასე, ვინ რა გაწყენინა?

– როგორ რამ გამაჯავრა; უი, სირცხვილო! შვილო, გაგონილა? ოთარის ცოლსა ქოშები გაუხდია და ბაშმაკები ჩაუცვამს”.

[sexy_author_bio]

გაზიარება14Tweet9Send

ამავე კატეგორიაში

ისტორია

,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

13:07; 12 თებერვალი, 2026
ისტორია

ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

11:25; 5 თებერვალი, 2026
ისტორია

ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

10:45; 14 იანვარი, 2026
ისტორია

“ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

15:02; 12 იანვარი, 2026
ისტორია

“ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

12:35; 4 იანვარი, 2026

როდემდე დაიმალებით?! _ ზაალ უდუმაშვილი ჯანდაცვის მინისტრს მიმართავს

"კოვიდმა მოკლა მამა, ნახევარი საათის შემდეგ კი დედა, ვერ ავუხსენი, რომ აცრა იყო გადარჩენა"

ყველა სიახლე

სამართალი

კონფლიქტი გია ბარამიძესთან, თავდასხმა გოგი თოფაძის შვილიშვილზე და ახალი ბრალდება: შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზება – რა არის ცნობილი ბუსა ჟვანიაზე?

16:44; 17.02.2026
საზოგადოება

სახლი იწვის- რა ვითარებაა ადგილზე

15:00; 17.02.2026
პოლიტიკა

“სპორტის უნივერსიტეტი გააუქმეს. სპორტული ინფრასტრუქტურა გაანადგურეს”- მიხეილ ყაველაშვილი

14:31; 17.02.2026
პოლიტიკა

ლევან დავითაშვილი და გაზისა და ნავთობის კორპორაციის ყოფილი მაღალჩინოსნები სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფებიან

14:17; 17.02.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკი ახალ YouTube პროექტ “ფორმაში”-ს იწყებს

14:03; 17.02.2026
საზოგადოება

“უბედურება დამემართა, დავიღუპე…” – გრიშა ონიანი

13:30; 17.02.2026
საზოგადოება

“გამოვრიცხავ, რომ ბუსამ რამე იცოდა” – რას ამბობს ნინო ქადაგიძე-ჟვანია პროკურატურის განცხადებაზე

13:20; 17.02.2026
სპორტი

ჩოხატაურელი გიორგი მეფარიშვილი საქართველოს ოცწლამდელთა ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვდა

12:48; 17.02.2026
საზოგადოება

ნიკო კვარაცხელიას დედა ბუსა ჟვანიას დედას მიმართავს

12:30; 17.02.2026
საზოგადოება

რას ითხოვენ სოფელ მშვიდობაურის მცხოვრებლები

11:43; 17.02.2026
საზოგადოება

ყველაფერს მოგიყვებით დაწვრილებით!!!” _ ნიკო კვარაცხელიას დედა

11:35; 17.02.2026
სამართალი

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზების საქმეზე, ზურაბ ჟვანიას შვილზე ძებნა გამოცხადდა

11:26; 17.02.2026
სამართალი

კადრები ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმის მასალებიდან – რა ახალ გარემოებაზე საუბრობს პროკურატურა

11:22; 17.02.2026
საზოგადოება

სტუდენტთა ჩარიცხვა გამონაკლისის სახით – რა ცლილებებზე საუბრობს მინისტრი

11:07; 17.02.2026
საზოგადოება

2026-2027 სასწავლო წელს, პირველკლასელთა რეგისტრაციებთან დაკავშირებით მინისტრის ბრძანებაში ცვლილებები შევიდა

10:39; 17.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

12:03; 12.02.2026
0

ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

11:42; 11.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო