ოთხ ოზურგეთელს კორონავირუსი არ დაუდასტურდა , _ ამის შესახებ ინფორმაცია “გურია ნიუსს” ოზურგეთის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა მაია ქუტიძემ მიაწოდა.
“ანალიზები იგზავნება ლუგარის ლაბორატორიის ფილიალებში _ ბათუმში ან ქუთაისში. გაიგზავნა ოთხი ანალიზი და ყველას პასუხი უარყოფითია”, _ გვითხრა მაია ქუტიძემ.
ბოლო ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 408 დადასტურებული შემთხვევაა; მათ შორის 95 გამოჯანმრთელდა; გარდაიცვალა _ 4; კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4816 ადამიანი; სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 571; უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.