აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად ტრაბზონში დაშვებული ბავშვების სანახავად იმყოფება. როგორც მიქელაძემ „პოსტსკრიპტუმის“ ეთერში განაცხადა, დაშავებულები სულ ცოტა ხანში, გადმოყვანილი იქნებიან საქართველოში და მათ ტრანსპორტირებას აწარის მთავრობა უზრუნველყოფს.ბ
ზაალ მიქელაძე აღნიშნავს, რომ ბავშვები მდგომარეობა სტაბილურია და ისინი საავადმყოფოდან უკვე გამოწერეს. მისი თქმით, რამდენიმე საათში ბავშვები საქართველოსკენ გამოემართებიან აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად. „მთავრობის თავმჯდომარე მათთან ერთად გამოემგზავრება. მე ისევ ვგეგმავ ქალაქ გოროზში ჩასვლას, სადაც ის მძიმე პაციენტი იმყოფება,“ – აცხადებს ზაალ მიქელაძე.
როგორც მიქელაძემ აღნიშნა, მხოლოდ 4 მოქალაქის მდგომარეობა რჩება მძიმე, მათ შორის, ანსამბლის ოპერატორის და მძღოლის, რომლებსაც ოპერაციის ჩატარება ესაჭიროებათ.
„ოთხი მოქალაქის მდგომარეობა რჩება მძიმე, იმიტომ, რომ გარდა იმისა, რომ თავის ტვინის დახურული ტრავმა და მრავლობითი მოტეხილობაა, საკითხი გადასაწყვეტია ოპერაციული ჩარევის შესახებ. სამწუხაროდ, ერთ-ერთ მშობელს ფეხის ამპუტაცია დასჭირდა“, – აცხადებს ზაალ მიქელაძე.
მიქელაძე ასევე განმარტავს, რომ ავარიის გამომწვევი მიზეზის მოკვლევა მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოდან ბულგარეთში მიმავალი ბავშვებით სავსე ავტობუსი დღეს, გამთენიისას, 05:00 საათზე ტრაბზონიდან 120 კილომეტრში გზიდან გადავიდა და ამოტრიალდა. ავტობუსში ცეკვის ანსამბლის “ლამპრების” წევრები იმყოფებოდნენ.