,ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისის წინ სამოქალაქო აქტივისტები სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ აქციას მართავენ.
მათი თქმით, ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი არ უნდა გახდეს.
“სამოქალაქო აქტივისტები ვაპროტესტებთ მმართველი გუნდის მხარდაჭერას მოღალატე სალომე ზურაბიშვილის მიმართ. სალომე ზურაბიშვილი ვერანაირად გახდება ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი, იმიტომ რომ იგი ვერანაირად ჩახედავს თვალებში თავის მეომარ ადამიანებს. ისინი მან ჩვეულებრივად გამოაცხადა აგრესორებად“ _ აღნშნა “გურია ნიუსთან” საუბრისას აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.