ჩოხატაურში, საარჩევნო უბნებთან სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ნუმერაციით აღბეჭდილი მაისურებით ადამიანების სიმრავლეა.
დიდივანის საარჩევნო უბანთან მდგარმა ადამიანმა, რომელსაც სალომე ზურაბიშვილის გამოსახულებიანი ჟილეტი ეცვა, გვითხრა, რომ ის “ქართულმა ოცნებამ” დაასაქმა, ჟილეტი საარჩევნო უბანზე მისცეს და უფრო მეტიც _ მისივე თქმით, სიებს _ ვინ მივიდა და ვინ არა არჩევნებზე, უბანზე ადგენენ.
უბანზე შესულებმა მისი სიტყვების გადამოწმებას შევეცადეთ, თუმცა, ჯერ არასამთავრობო ორგანიზაციის _ “ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის” წარმომადგენელმა “გვირჩია” საქმე და ბრალი არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში დაგვდო, შემდეგ კი “ნაციონალების” წარმომადგენელმა თავგამოდებით დაიცვა „ქართული ოცნების“ დამკვირვებელი.