ცნობილი გახდა, რომ ლეგენდარული მუსიკოსი, ჯგუფ „Black Sabbath“-ის ლიდერი, 75 წლის ოზი ოსბორნი მიმდინარე წელს ორ გამოსამშვიდობებელ კონცერტს ჩაატარებს.
კონცერტები ოსბორნის მშობლიურ ქალაქ ბირმინგემში გაიმართება.
„ასაკის გამო მსოფლიოს საგასტროლო ტურნეში წასვლა მას აღარ შეუძლია. მაგრამ ორი კონცერტის ჩატარებას ვგეგმავთ, რადგან ოზის სურს ფანებს დაემშვიდობოს. კონცერტები მის მშობლიურ ქალაქში, ბირმინგემში გაიმართება. ოზის კვლავ არაჩვეულებრივი ხმა აქვს და მშვენიერ ფორმაშია,“ – განაცხადა მუსიკოსის მეუღლე შერონმა.
საინტერესოა, რომ გასული წლის მარტში ოზი ოსბორნმა თავისი ევროპული ტურნე გააუქმა. ამის მიზეზი ხერხემლის პრობლემები გახდა, რომელიც მუსიკოსს 2019 წლიდან, დაცემის შედეგად წარმოექმნა.
ავტორი