თბილისში გამართულ ძიუდოს აკადემიის დარბაზში გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი კონტაქტურ კარატეში, რომელშიც ოზურგეთის ტაიკვონდოს სკოლის რვა სპორტსმენი გამოდიოდა.
ოზურგეთელმა ანდრო სადრაძემ, 16 წლის ასაკობრივ ჯგუფში ჩემპიონობა მოიპოვა (წონა 92 კილოგრამი). მან ორი ბრძოლა გაიარა თბილისელ და ბათუმელ სპორტსმენებთან, ყველგან მოიგო და ბოლოს ჩემპიონიც გახდა.
ტურნირში სულ 280 სპორტსმენი მონაწილეობდა.
აღსანიშნავია და სასიხარულო, რომ ოზურგეთის ტაიკვონდოს სკოლამ, ბოლო ორი თვის განმავლობაში სამ ტურნირში მიიღო მონაწილეობა, საქართველოს და საერთაშორისო სარბიელზე და ექვსი მედალი მოიპოვა _ ერთი ოქრო, ორი ვერცხლი _ თელავის ღია ჩემპიონატზე და ორი ვერცხლის _ საერთაშორისო ტურნირზე სავატეში, ერთი ოქროს მედალი კი _ კონტაქტურ კარატეში.