საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრებს ევროპირველობის ბოლო დღეს კიდევ 2 ოქროს მედლის მოპოვების შანსი აქვს.
ჩემპიონობისათვის გიორგი თოხაძე (51 კგ) და გიორგი ჩხიკვაძე (60 კგ) იბრძოლებენ.
თოხაძე ფინალში რუს არტიომ მოროზოვს დაეჭიდება, მანამდე კი ლიტველი ადომა გრიგალიუნასი (8-0), ფრანგი იაზიდ გარბი (6-0), პოლონელი მილოს კუზნია (8-0) და სომეხი რობერტ კარაპეტიანი (7-4) დაამარცხა.
გიორგი ჩხიკვაძის მეტოქე ფინალში სომეხი საჰაკ ჰოვანისიანი იქნება, საფინალო გზაზე კი 4 მეტოქეს მოუგო, ლიტველ ვილიუს სავიცკასს 3-1, ხორვატ ლუკა ფრისტალს 10-2, უნგრელ ატილა ტოესმაგს 7-3 და პოლონელ კრისტოფ სტეფანის 9-0 სძლია.
ფინალური შეხვედრები თბილისის დროით 20:00 საათიდან დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ ჩვენმა ნაკრებმა პირველ საფინალო დღეს 2 ოქროს მედალი მოიპოვა, რომელიც დიმიტრი ხაჩიძის (48 კგ) და გიორგი ცოფურაშვილის (80 კგ) ანგარიშზეა.