21 – 23 თებერვალს ბაქოში საერთაშორისო ტურნირი კიოკუშინ კარატეში ჩატარდა. ასპარეზობაში არაერთი ქვეყანა: აზერბაიჯანი, საქართველო, ირანი, ბელორუსია, თურქეთი და უკრაინა იღებდა მონაწილეობას.
შეჯიბრზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა ტაეკვანდოს სექციის სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს.
ანრი რომანაძემ 18 წლამდელთა შორის ( 75 კგ. წონითი კატეგორია ) პირველი ადგილი დაიკავა.
გიორგი ბერაძე კი 18 წლამდელთა შორის ( 80კგ. წონითი კატეგორია) მესამე ადგილზე გავიდა.
საერთო ჯამში კი საქართველოს ნაკრებმა , გუნდური მესამე ადგილი დაიკავა.
ტურნირის დასასრულს მწვრთნელს, ირაკლი ტუღუშს საპატიო თასი და მედალი გადაეცა.