საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ჭაბუკთა ნაკრებს ევროპირველობის ბოლო დღეს ოზურგეთელმა გიორგი თოხაძემ (51 კგ) ფინალში რუს არტიომ მოროზოვს (9:0) სძლია
თოხაძე ფინალამდე, ლიტველი ადომა გრიგალიუნასი 8-0, ფრანგი იაზიდ გარბი 6-0, პოლონელი მილოს კუზნია 8-0 და სომეხი რობერტ კარაპეტიანი 7-4 დაამარცხა.
ფინალში კიდევ ერთი ქართველი გიორგი ჩხიკვაძეა, მისი მეტოქე ფინალში სომეხი საჰაკ ჰოვანისიანი იქნება, საფინალო გზაზე კი 4 მეტოქეს მოუგო, ლიტველ ვილიუს სავიცკასს 3-1, ხორვატ ლუკა ფრისტალს 10-2, უნგრელ ატილა ტოესმაგს 7-3 და პოლონელ კრისტოფ სტეფანის 9-0 სძლია.