22-24 თებერვალს თერჯოლაში გაიმართა 15 – წლამდელთა შორის რესპუბლიკური ტურნირი ბერძნულ – რომაულ ჭიდაობაში.
სპორტულ ასპარეზობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მოჭიდავეები მონაწილეობდნენ, სადაც ოზურგეთელმა ფალავნებმა კარგი შედეგი აჩვენეს.
თერჯოლაში გამართულ ტურნირზე 38 კგ. წონით კატეგორიაში წარმატებით იასპარეზა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა ოზურგეთელმა, ლუკა ბენდელიანმა. მეორე ადგილზე , 85 კგ. წონით კატეგორიაში, საბა ბოლქვაძე გავიდა. ხოლო ბრინჯაოს მედალსა და მესამე ადგილს ამ ეტაპისთვის ნიკა ღლონტი დასჯერდა, რომელმაც 85კგ. წონით კატეგორიაში იასპარეზა. აღნიშნული შეჯიბრიდან მესამე ადგილი ჩამოიტანა საბა სირაძემ, რომელიც საჭიდაო ხალიჩაზე , ასევე, 85 კგ. წონითი კატეგორიით გამოვიდა. რესპუბლიკური ტურნირისათვის მოჭიდავეები მწვრთნელებმა: კახაბერ აბაშიძემ , თენგიზ ლაბაძემ, გურამ მაჭარაშვილმა და ბექა ჩოფლიანმა მოამზადეს.