ოზურგეთის ბაზარში, ბოლო დღეებში, როგორც ადგილობრივები ხუმრობენ, ქაფშიას სეზონი გაიხსნა და საგაზაფხულოდ რომ ყველს ფასი ჰქონდა, ისეთი ახლა, ზამთრის პირას, „ხამსას“ აქვს.
გამყიდველი ქალბატონები, სახელდახელოდ მომზადებულ თასებზე, არჩევენ თევზს და ერთ კილოგრამს რვა ლარად ყიდიან. გაურჩეველს კი -ხუთ ლარად.
_ქალბატონო, ამ „სპიჩკისხელა“ თავის წაწყვეტაში, სამი ლარი დაამატე? _ ისმის მომხმარებლების ბუზღუნი.
_გარჩეული „ხამსა“ ვისაც არ გსურთ, ვინ გაძალებთ? გაურჩეველი წაიღეთ, ერთი კილოგრამი 5 ლარად, – საპასუხოდ ასეთ არჩევანს სთავაზობენ გამყიდველები მყიდველებს, რომლებიც „რვა ლარის“ ხსენებისას, ფრთხებიან და საყვედურებს არ იშურებენ.
ავტორი