ოზურგეთში, შპს “ვასაძის პურის” პირველ სართულზე განთავსებულ მარკეტში ხანძარი გააჩნდა. შემთხვევა ღამით, დაახლოებით 2 საათზე მოხდა.
მარკეტის მენეჯერი, ნატო რუსიძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ხანძრის შედეგად მარკეტს დიდი ზარალი მიადგა.
“ხანძრის გამომწვევი მიზეზი, სავარაუდოდ, ელექტრო ენერგიას უკავშირდება. მეხანძრე-მაშველები მალე მოვიდნენ. იყო ძლიერი დაკვამლიანება. ცეცხლი მალე ჩააქრეს და საბედნიეროდ შენობის მეორე სართული გადარჩა. ზარალი ძალიან დიდია. ჯერჯერობით ვითვლით”,_ ამბობს რუსიძე.
ავტორი