ფოთის ცხელების ცენტრში ოზურგეთიდან გუშინ გვიან ღამით 66 წლის ქალი შეიყვანეს.
“112-ის მიერ ქობულეთიდან და ოზურგეთიდან შემოყვანილ პაციენტებს, კლინიკო- ლაბორატორიული კვლევების შედეგად პნევმონია დაუდგინდათ, ხოლო ზუგდიდელ პაციენტს ცხელება და ყელის ტკივილი აღენიშნება.” _ ამბობს ჟურნალისტებთან ფოთის ჰოსპიტალის დირექტორი, თეა მიგინეიშვილი.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მცხოვრებ ქალს კორონავირუსისზე ანალიზი უკვე აუღეს და ლუგარის ლაბორატორიიდან ანალიზის პასუხი დღის ბოლოს გახდება ცნობილი.