13 დეკემბერს, ოზურგეთის მერაბ ბერძენიშვილისსახელობის ხელოვნების ცენტრის 30 წლის აღსანიშნავ ღონისძიებაზე , სამხატვრო გალერეაში ბევრ სტუმართან ერთად, თავი მოიყარეს ოზურგეთელმა მასპინძლებმა.
_მჯერა, ყველა ჩვენგანი გახარებულია დღეს და თქვენც ასევე გიხარიათ. 30 წელი, შესაძლოა, ბევრი არ არის, მაგრამ ერთი სერიოზული ეტაპი მაინც არის. ამ ხნის მანძილზე 300-მდე გამოფენა ჩარატრდა, თავისი კატალოგებით, ბუკლეტებით. დღევანდელი დღე ასე ბედნიერად დაიწყო და ასე დამთავრდება _ ჩვენ გავაკეთეთ კატალოგი, რომელიც შეგიძლიათ, საჩუქრად წაიღოთ. ჩვენ გავაკეთეთ ასევე მოკლე კლიპი 30 წლიანი ისტორიისა, რომელსაც ახლა ნახავთ და ბევრი საკუთარ თავსაც იხილავს, რადგან თქვენ ის ადამიანები ხართ, რომლებიც სულ ჩვენთან იდექით, ჩვენ ვართ ცენტრი, სადაც კეთდება რეგიონული გამოფენები, ასევე გვაქვს უამრავი გაცვლითი გამოფენები, _ ამ სიტყვებით გახსნა ღონისძიება და სტუმრებს მისალმა ოზურგეთის სახვითი ხელოვნების ცენტრის წარმომადგენელი, ლია ურუშაძე.
სურატების გალერეის დირექტორმა, ავთანდილ თავართქილაძემ მადლობა გადაუხადა სტუმრებს და ესაუბრა 30-წლიან გზაზე, რომელიც გაიარა გალერეამ.
_ამ 30-მა წელმა დამანახა, რომ უამრავი ადამიანია გურიაში დაკავებული სახვითი ხელოვნებით. განსაკუთრებით ქალბატონები. ეს ნიჭიერება არის ცვენთან. ჩვენ ვატარებდით ხალხური რეწვის ოსტატთა გამოფენებს. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოზურგეთი არის არამხოლოდ ფოლკლორის , არა მხოლოდ პოლიფონიის ქალაქი, არამედ სახვითი ხელოვნების ქალაქი. ჩვენი ცენტრი რევოლუციური მონაპივარია. 1989 წელს დაიწყო ეს ყველაფერი. არაფერი არ ასებობდა, მაგრამ აქ იყო სესანიშნავი მხატვრების ჯგუფი, ვახტანგ მამეშვილი, რეზო ჯაში, ვარლამ ჭკუასელი, ჯემალ მიმინოშვილი, ვასო მჟავანაძე და ბევრი სხვა, რომელთა არჩეული ვარ მე. ამ ხალხის აქ ყოფნა იყო სახვითი ხელოვნების განვითარება. ეს იყო ეროვნული მოძრაობა, ფაქტიურად. ასე დაიწყო ყველაფერი.დიდი ენერგია ჩემგან სწორედ ამ „გალერჩიკობაში“ წავიდა. კიდევ უფრო უნდა განვითარდეს. მომავალ წელს აუცილებლად გავხსნით მერაბ ბერძენიშვილის ქანდაკებას. იცით, ქუთაისში ვანდალური ფაქტი მოხდა, დაშალეს ქუთაისში. ეს იყო დიდი ტკივილი მისტვის. მისი ქანდაკება, უნდაამშვენებდეს ოზურგეტს. ჩვენი პროექტები უკვე საერთაშორისოა. ჩვენ გვაქვს სემოქმედებით სახელოსნო, რომლის გარეშეც გალერეა არის მკვდარი. კარგად ხედავთ ექსპოზიციის ესთეტიკას. მაჯისცემა უნდაიგრძნობოდეს და ასეც ხდება. თავიდან სამხატვრო გალერეა ერქვა და მადლობა უფალს, რომ გადავურჩით გაერთიანებებს. ეს ხელისუფლების დამსახურებაც არის. ასევე ბოდიშს ვიხდი, რომ დღევნელი დღე დაემთხვა იმ რაღაც აქციას და მოვლენას, რაც თბილისში ხდება. კი შეიძლებოდა გადადება, მაგრამ ღონისძიება იგეგმება ერთი და ორი თვით ადრე და ამიტომ მოხდა ასე. . თუმცა დღევანდელი დღით ვეხმიანებით სრულიად საქართველოს. ყველამ უნდა აკეთოს თავისი საქმე და გადარჩებასაქართველო, _ ასე დაასრულა მან თავისი გამოსვლა და შემდეგ კლიპის სანახავად მიიპატიჟა ყველა. ვიდეოფირზე კარგად იყო ასახული გალერეის მიერ გავლილი 30 წლიანი გზა.
სტუმრად მყოფმა ხელოვანებმა, ბათუმიდან, ქუთაისიდან და თბილისიდან ცამოსულმა სხვადასხვა გალერეის თუ მუზეუმების ხელმძღვანელებმა ბევრი თბილი სიტყვა თქვეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს იუბილად გალერეას.
დასარულ, საზეიმოდ გაჭრეს ტორტი და კიდევ ერთხელ აღნიშნეს სტუმრებმა და მასპინძლებმა, რომ ოზურგეთის არის როგორც ფოლკლორის, პოლიფონიის, სახვითი ხელოვნების ცენტრი.