“გურია ნიუსის” მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაციით, ქალაქ ოზურგეთის მერის _ ბეგლარ სიორიძის მოადგილე კობა დუნდუა პარტია “ქართული ოცნების” დატოვებას გეგმავს.
წყაროს თქმით, არ არის გამორიცხული, მან თანამდებობაც დატოვოს.
დუნდუა ამ ინფორმაციას ჩვენთან საუბრისას არც უარყოფს და არც ადასტურებს და აღნიშნავს, რომ ამ თემაზე არჩევნების შემდეგ ისაუბრებს:
_ მე პარტიის რეგიონული კოორდინატორი ვარ. ახლა არჩევნებია და ამაზე საუბარი არ მიმაჩნია მიზანშეწონილად. დეტალებზე არჩევნების შემდეგ ვისაუბროთ და ვნახოთ რა იქნება, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას დუნდუამ.
მერის მოადგილე არ პასუხობს კითხვას, თუ რამ გადააწყვეტინა პარტიის დატოვება და მხოლოდ იმას ამბობს, რომ მისთვის ხელოვნება ყველაფერზე მნიშვნელოვანია:
_ მე ხელოვანი კაცი ვარ. მთელი ცხოვრება ხელოვნებას ვემსახურები და არაფერინ იქნება იმაში გასაკვირი, თუკი ჩემს საყვარელ სფეროს უფრო მეტ დროს დავუთმობ, _ გვითხრა დუნდუამ.