ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის შესასვლელი კარები ჩაკეტეს.
შენობაში განთავსებულია მაჟორიტარი-დეპუტატის არჩილ თალაკვაძის ბიურო, სადაც ალეკო ელისაშვილის აქცია უნდა დაიწყოს.
ელისაშვილმა და მისმა გუნდმა უკვე ერთი აქცია ჩოხატაურის ბაზარში გამართეს.
“ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარები” _ ასე ქვია ელისაშვილის მიერ ორგანიზებულ აქციას, რომელსაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ატარებს.