მოსახლეობა სოფელში წყლის გამოყვანას ითხოვს. “გურია ნიუსი” ადგილზე იმყოფება.
ადგილზე მობილიზებული პოლიცია, რომელიც გზის გახსნას ცდილობს. სამართალდამცავები მოსახლეობას მოუწოდებენ, გადავიდნენ სავალი ნაწილიდან და ისე გააგრძელონ პროტესტი, სანამდეც სურთ. მათ ძალის გამოყენებით გადაჰყავთ ადამიანები გზიდან. გზაზე მანქანით გადაადგილდებოდა მშობიარე ქალი, რომლის გატარებასაც აქციის მონაწილეთა ერთი ნაწილი არ აპირებდა, რამაც მათ შორის დაპირისპირება გამოიწვია.
“გურია ნიუსი” დამატებით დეტალებს ადგილიდან მალე შემოგთავაზებთ.