დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის რიგგარეშე სხდომაზე ერთი საკითხი განიხილეს, რომელიც ბიუჯეტში ცვლილებას შეეხებოდა და მის ირგვლივ, საფინანსო-საბიუჯეტო განყოფილების უფროსმა, გია მამაკაიშვილმა ისაუბრა.
საკითხი დიდი არ არის, მაგრამ ინფორმაცია სასიამოვნოა, ორი საკითხია და ორივე ბიუჯეტის გაზრდას ეხება, _ თქვა მამაკაიშვილმა.
მისივე განმარტებით, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 ივლისის განკარგულებით, საქართველოს კანონით გათვალისწინებული, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტს გამოეყო 950 ათასი ლარი, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან წითელმთა-მაკვანეთის საავტომობილო გზის 2,3 კმ სიგრძისმონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასაფინანსებლად.
მამაკაიშვილმა დეპუტატებს ასევე გააცნო ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილის ზრდა გრანტებით, 54 560 ლარით.
„ეს გათვალისწინებულია ევროკავშირის პროექტის _ გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისფარგლებში. თანხა ლარებშია გამოხატული და არის გრანტითგათვალისწინებული 20 ათასი ევროს ექვივალენტი. მოხმარდება ტურიზმის განვითარებას რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში“, _ აღნიშნა მამაკაიშვილმა.
საკრებულოს დეპუტატებმა ცვლილებას მხარი დაუჭირეს.