ოზურგეთში, პოლიციის წინ გურიის სამხარეო პოლიციის დეპერტამენტის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი და დეტექტივ გამომძიებელი სცემეს.
შემთხვევა წუხელ, საბილიარდოში მოხდა, რომელიც პოლიციის შენობის წინ მდებარეობს.
_ საბილიარდო პოლიციის წინ მდებარეობს. გვიან ღამით ახალგაზრდებს შორის ჩხუბი ატყდა. ერთ-ერთი თანამშრომელი გარეთ გავიდა და დახმარება ითხოვა. პოლიციელები გადმოვიდნენ და სიტუაციის განეიტრალებას ეცადნენ, თუმცა, ვერ შეძლეს და ისინიც სცემეს, _ გვითხრეს თვითმხილველებმა.
მათივე ინფორმაციით, ერთ-ერთ პოლიციელს ჯოხი თავზე გადაამტვრიეს.
პოლიციელები იმდენად იყვნენ ნაცემები, რომ მათი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. ამჟამად ისინი მკურნალობას ბინაზე გადიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 453-ე მუხლითაა აღძრული და დაკავებულია სამი პირი.