დღეს დილით, ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის მსახიობი, ნელი ბასილაშვილი მოულოდნელად გარდაიცვალა.
მსახიობის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ოზურგეთის სახელმწიფო თეატრმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გაავრცელა.
“არ მინდა დავიჯერო, დავწერო…ნელი… მსახიობი ნელი ბასილაშვილი გარდაიცვალა… თითქოს მართლა ანგელოზმა მოუტანა ფრთები და ღრუბლებს გაჰყვა… მოულოდნელი და ტკივილიანი დილა გაგვითენდა მკაცრი რეალობით. ღმერთმა ნათელში დაგივანოს, ნელი. გვაპატიე, თუ ჩვენს სიყვარულს სათანადოდ ვერ გაგრძნობინებდით”, _ აღნიშნულ ინფორმაციას.
ახლობლების თქმით, მსახიობი არ ავადმყოფობდა და მისი გარდაცვალება მოულოდნელი იყო.
ნელი ბასილაშვილი 72 წლის იყო. ის 48 წლის განმავლობაში ოზურგეთის თეატრის წამყვანი მსახიობი გახლდათ. მიღებული აქვს არაერთი საპატიო სიგელი და ჯილდო.
მსახიობი ბოლოს სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებშიც გადაიღეს, სადაც ის გურიაში გარდაცვლილი ქალის როლს ანსახიერებდა.