დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მორიგ სხდომაზე, დღის წესრიგით გათვალისწინებული რვა საკითხი წარმოადგინეს.
საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ განაცხადა, რომ აღნიშნული რიგი საკითხებისა, საკრებულოს უახლოეს სხდომაზე უნდა დაამტკიცონ. ეს არის ძირითადად, ოზურგეთს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების წლიური სამუშაო გეგმების დამტკიცება.
სხდომაზე, ოზურგეთის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსმა, ლაშა თავაძემ წარმოადგინა საკითხი რეორგანიზაციის შესახებ. მან განაცხადა, რომ ძირითადად ეს ეხება შტატების გადაადგილებას.
_ამდენ ხანს როგორ ვერ მორჩით ამ რეორგანიზაციას?- გაისმა კითხვები დარბაზიდან.
ლაშა თავაძემ აღნიშნა, რომ შრომითი ბაზრის კვლვის განყოფილებაში არსებული შტატები გადადის ეკონიმიკის და სოფლის მეურნეობის განყოფილებაში და განყოფილების უფროსის შტატი გარდაიქმნება მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე.
საკრებულოს წევრმა, ლავრენტი ბიგვავამ ისაუბრა შრომითი ბაზრის კვლევის შესახებ, რომელიც მუნიციპალიტეტის პირობებში რეალობას მოკლებული იყო.
_ ამის პოტენციალი სად აქვს მუნიციპალიტეტს? სამეცნიერო დაწესებულებებს არ აქვს ამის სრულყოფილება, _თქვა მან.
ნაციონალმა დეპუტატმა, ბესო ქათამაძემ დასვა საკითხი, რატომ აქვთ მნიშვნელოვნად განსხვავებული და დაბალი ხელფასი სოფლებში მერის წარმომადგენელთა თანაშემწეებს.
_თუ წარმომადგენელს ათასი ლარი აქვს, არანაკლები საქმის კეთება უწევს თანაშემწეს და რატომ აქვს ხელფასი 650 ლარი? – იკითხა მან.
_ეს ბიუჯეტის საკითხია. როგორც არის შესაძლებელი, – უპასუხა თავაძემ.
საკრებულოს სხდომა ხვალ, ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში, 12 საათზე გაიმართება.