ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატობა, საკრებულოს ყოფილი წევრის, რამდენიმე თვის წინ გარდაცვლილ ლევან თოიძის შვილს, სოფო თოიძესაც სურს.
როგორც ცნობილი იყო, მას კენჭისყრა “ქართული ოცნების” სახელით სურდა, თუმცა მმართველმა ძალამ არჩევანი დავით მდინარაძეზე გააკეთა.
შესაბამისად, სოფო თოიძე, რომელიც ამჟამად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელია, კენჭისყრას დამოუკიდებლად გეგმავს.
“გურია ნიუსთან” საუბრისას აღნიშნავს, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია:
“თავიდანვე, ეს გადაწყვეტილება მამაჩემის გამო მივიღე. ვიცი, რამდენიმე რამის გაკეთება სურდა და მინდოდა გამეგრძელებინა მისი საქმე. ახლაც მსურს და ვნახოთ. ჯერჯერობით საბოლოო გადაწვეტილება არ მიმიღია. რაღაცეებს ველოდები”, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას თოიძემ.
შეგახსენებთ, რომ ქალაქ ოზურგეთის ყველაზე დიდ საარჩევნო ოლქში (60/01/03), რომელშიც რაიცენტრალური, სერი, ექადია, ცენტრი 3 და ანასეული შედის, შუალედური არჩევნები მაისში უნდა ჩატარდეს უნდა ჩატარდეს.
ამავე თემაზე: ა(ა)იპ-ის დირექტორი კენჭისყრას დამოუკიდებლად გეგმავს _ “აქ არ ვარ ცუდად, მაგრამ”… (ექსკლუზივი)