დღეს ხმაური იყო ოზურგეთის რაიონულ სასამართლოსთან, სადაც მოხუცი ცოლ-ქმრის დაყაჩაღების საქმეზე რაიონულმა მოსამართლემ, მარინე კიკნაძემ ბრალდებულად სცნო შალვა ოქრუაძე და მას სასჯელის სახით, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ოქრუაძის ოჯახის წევრმა განაჩენის გამოცხადების შემდეგ თვითმკვლელობა სცადა.
ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული.
შეგახსენებთ, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაღობილევში ყაჩაღობა 1 მარტს მოხდა. მოხუცი ცოლ-ქმარი სხვადასხვა სახის დაზიანებებით ოზურგეთის კლინიკა „მედალფაში“ გადაიყავნეს.
როგორც კლინიკის დირექტორი, დავით მდინარაძემ მაშინ „გურია ნიუსთან“ აღნიშნა, მამაკაცს 10 ნეკნი ჰქონდა გატეხილი და რეანიმაციის განყოფილებაში მოათავსეს. ქალბატონი კი ტვინის შერყევით მოთავსებული იყო ნევროლოგიურ განყოფილებაში.