“ღია საზოგადოება ფონდის“ ოფისში კვლევის პრეზენტაცია შედგა, რომელიც ეხებოდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა საჭიროებების მიმართ, ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობას საქართველოს ხუთ მუნიციპალიტეტში.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულია 2,189 შშმ პირი (სოციალური პაკეტის მიმღები), საიდანაც 172 შშმ ბავშვია, 557 მკვეთრად გამოხატული ხარისხის შშმ პირი, 1,262 მნიშვნელოვნად გამოხატული ხარისხის შშმ პირი, ხოლო 198 ზომიერად გამოხატული ხარისხის შშმ პირი; სოციალური მომსახურების სააგენტოში სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულია 1,599 შშმ პირი (73%), საიდანაც 599 შშმ პირი (27,3%) არის საარსებო შემწეობის მიმღები. თუ გავითვალისწინებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით შშმ პირები მოსახლეობის 10-15% წარმოადგენენ უნდა ვივარაუდოთ, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მინიმუმ 6000 მდე შშმ პირი უნდა იყოს რეგისტრირებული, ნაცვლად 2,189 შშმ პირი (36%). ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის ასიგნებები (ფაქტი) შეადგენდა სულ 16,842.0 ლარს, მათ შორის ჯანმრთელობასა და სოციალურ დაცვაზე, რომლის ფარგლებშიც არის განსაზღვრული შშმ პირთა დახმარებების უდიდესი ნაწილი _1,282.4 ლარს, ხოლო შშმ პირთა სოციალურ დაცვაზე გათვალისწინებული ასიგნება _ 295,900 ლარს. აღსანიშნავია, რომ შშმ პირებზე გაწეული ხარჯიდან 130.9 ლარი მოდიოდა სოციალურ დაცვაზე, ხოლო 165.0 ლარი ჯანმრთელობის მომსახურებაზე. 2019 წლის გეგმის მიხედვით ჯანდაცვის დაფინანსება ანალოგიური დარჩა, ხოლო სოციალური დაცვა გაიზარდა 213,9 ლარამდე.
ვრცლად კვლევის შესახებ რამდენიმე წუთში შემოგთავაზებთ.