ა(ა)ი.პ.“ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“-ის დირექტორის, მაია ქუტიძის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 31 ადამიანი იმყოფება.
მისივე თქმით, კარანტინში მოხდა ერთი ადამიანის გადაყვანა.
„ეს ადამიანი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. არსად არ გადიოდა და ნამდვილად იცავდა ყველა წესს. ცოტა ხალხი აღელდა და ამიტომ გადავიყვანეთ,“ _ გვითხრა მაია ქუტიძემ.