დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში, ახალგაზრდა მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ფაქტი ე.წ. ჩაის ფაბრიკის ბინებში მოხდა.
შსს პრესსამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. გამოძიება სსკ-ს 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანა გულისხმობს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.