გასული 24 საათის განმავლობაში, ოზურგეთში კორონავირუსით ინფიცირების 3 შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
სულ ოზურგეთში კორონავირუსით ინფიცირების 2221 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 1586 ადამიანი, გარდაცვლილია 22.
ამ დროისთვის აქტიურია ინფიცირების 613 შემთხვევა. ინფიცირებულებიდან საკარანტინე სივრცეში მკურნალობას 83 ადამიანი გადის, სტაციონარში მკურნალობაზე 75 იმყოფება, ბინაზე კი 455.