ოზურგეთში კორონავირუსით გარდაცვალების კიდევ 1 შემთხვევა დაფიქსირდა.
გარდაცვლილი ანასეულის მცხოვრები 50 წლამდე ასაკის მამაკაცია.
როგორც ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, მამაკაცს კორონავირუსი დაახლოებით ერთი კვირის წინ დაუფიქსირდა და სამკურნალოდ ბათუმში იყო გადაყვანილი.
სულ ოზურგეთში კორონავირუსით ინფიცირების 56 შემთხვევაა დაფიქსირებული.