2 ნოემბერს ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლაში დაიწყო და დღესაც გრძელდება მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდა პროფესიულ უნარებში.
ოზურგეთის რესურსცენტრის უფროსის, ლელა იმედაშვილის ინფორმაციით, გუშინ გამოცდაზე _ 102, დღეს კი 100 მასწავლებელი გამოცხადდა.
როგორც ცნობილია, ის პედაგოგები, რომლებიც ამ გამოცდებს ვერ ჩააბარებენ, სკოლას იანვრიდან დაემშვიდობებიან.
კითხვაზე, რაიმე შანსი ხომ არ ეძლევათ კიდევ მათ, ვინც „საშემოდგომო გამოცდად“ წოდებულ კომპეტენიის გამოცდას ვერ ჩააბარებს ან თუ სკოლიდან წავლენ, მიიღებენ თუ არა საპენსიო ჯილდოს, ლელა იმედაშვილმა გვითხრა, რომ მათ ადგილას ცხადდება ვაკანსია და მუშაობენ მანამ, სანამ ვაკანტური ადგილი არ შეივსება.
_ გამოცდას აბარებენ, როგორც საპენსიო, ისე არასაპენსიო ასაკის პრაქტიკოსი მასწავლებლები
საპენსიო ასაკის მასწავლებელი, გამოცდას თუ ვერ დაძლევს, შემდეგაც აქვს უფლება გავიდეს ჯილდოზე. რაც შეეხება შანსს, ეს შვიდი წელია, აქვთ მასწავლებლებს.
ზაფხულიდან კი სხვა ტიპის გამოცდები იწყება _ მხოლოდ საფეხურიდან საფეხურზე გადასასვლელი, _ გვითხრა იმედაშვილმა.
ხვალ გამოცდაზე დაწყებითი კლასების მასწავლებლები გავლენ.
ვრცლად აღნიშნულის შესახებ “გურია ნიუსი” გაზეთის ხვალინდელ ნომერში მოგიყვებათ.