ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მცხოვრებ ხუთ ადამიანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან. ხუთივე მათგანი ორი დღის წინ შეიყვანეს ფოთში, ცხელების კლინიკაში.
,,საბედნიეროდ, ფოთის ჰოსპიტალში მოთავსებულ პაციენტთაგან კორონავირუსი არცერთს არ დაუდასტურდა. პასუხს ელოდნენ პაციენტები სოხუმიდან, ოზურგეთიდან და ზუგდიდიდან, მათგან ორი მცირეწლოვანი ბავშვია.