ოზურგეთის მუნიციპალიტეტს 5 ყვითელი ავტობუსი მოემსახურება.
„4 ავტობუსი გადავა მუნიციპალური ტრანსპორტის საკუთრებაში და პირველი ვაკიჯვრის, მეორე შემოქმედის, მესამე ნატანების, ხოლო მეოთხე აჭის მიმართულებით ივლის, რაც შეეხება მეხუთეს, ის გურიის ტურისტული პოტენციალის რეკლამირებასა და განვითარებას მოხმარდება“,_ ამბობენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში.
როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, ავტობუსები თბილისის მერიისგან საჩუქრად მიიღეს და მათი ჩამოყვანა ტექდათვალიერების გავლის შემდეგ მოხდა.