ოზურგეთში ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი გაქურდეს. ამ წუთებში ტაძარში, სადაც შვიდგზის ზეთისცხება უნდა შესრულებულიყო, პოლიცია იმყოფება და მიმდინარეობს სასულიერო პირების დაკითხვა.
ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, გატეხილია შესაწირი ყუთები.
ზუსტი ინფორმაცია, რა წაიღეს ტაძრიდან, ამ დროისთვის უცნობია.
„გურია ნიუსი“ მომხდართან დაკავშირებით უფრო დაწვრილებით დეტალებს ცოტა ხანში შემოგთავაზებთ.