ა(ა)ი.პ. „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის” დირექტორის მაია ქუტიძის ინფორმაციით, ამჟამად ოზურგეთის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში 11 ადამიანი რჩება. ყველა მათგანი სამოგზაუროდ იტალიაში იმყოფებოდა.
„ყველას ვამოწმებთ ყოველდღე და ისინი თავს გძნობენ კარგად. არ აღენიშნებათ სიცხე. ყველას ვაფრთხილებთ, რომ კარანტინში ყოფნის დროს ნუ დატოვებენ საცხოვრებელ სახლს,“_ გვითხრა მაია ქუტიძემ.