“ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორის, მაია ქუტიძის ინფორმაციით, ოზურგეთიდან კარანტინში სულ 45 ადამიანი იყო, აქედან კარანტინის ვადა დაუმთავრდა 21 ადამიანს, ხოლო 24 ადამიანი ელოდება კარანტინის ვადის დასრულებას.
მისივე ინფორმაციით, თვითიზოლაციაში ყოფნის ვადა ამოეწურა 69 ადამიანს. ამ ეტაპზე სახლში თვითიზოლაციაში 11 ადამიანი რჩება.
მაია ქუტიძის თქმით, თვითიზოლაციაში მყოფ პირებს ყოველდღიურად ამოწმებენ.