ოზურგეთის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, მაია ქუტიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში არავინ იმყოფება. მისივე თქმით, კარანტინში რჩება ერთი ადამიანი.
ბოლო ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 408 დადასტურებული შემთხვევაა; მათ შორის 95 გამოჯანმრთელდა; გარდაიცვალა _ 4; კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4816 ადამიანი; სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 571; უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.